რომელ ნივთიერებებს (არ) უნდა ვერიდოთ თმის საღებავის შეძენისას?
საინტერესო რომ იყოს, მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
თმის შეღებვის ისტორიის საწყისის ძიებას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელთან, ძველი ეგვიპტის ცივილიზაციასთან მივყავართ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეგვიპტელები მრავალ, მათ შორის, თავის მოვლის სფეროში მოწინავენი იყვნენ, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს. ისტორიული ცნობების თანახმად, ისინი თმის შესაღებად ბუნებრივ საშუალებას, ხნას იყენებდნენ.
თმის შესაღებად სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტს სხვა ცივილიზაციების წარმომადგენლებიც, ბერძნები და რომაელები, იყენებდნენ. მათ თმის მუდმივი შავი საღებავიც (Permanent hair dye) კი შექმნეს. თუმცა, პრაქტიკაში გამოსაყენებლად მისი ტოქსიკურობის შესახებ აღმოჩენის შემდეგ, ახალ ფორმულაზე გადავიდნენ - ტყვიის ჭურჭელში, ორი თვის განმავლობაში ფერმენტირებული წურბელები. შავის მიღმა თმის საღებავის ფერის არჩევანის გაფართოებას ასეული წლები დასჭირდა.
1800-იან წლებამდე ბევრი რამ არ შეცვლილა. ალბათ, დიდხანს არც შეიცვლებოდა, რომ არა ერთი შემთხვევითი აღმოჩენა. 1856 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა, უილიამ ჰენრი პერკინმა მალარიის სამკურნალო საშუალების შექმნის მცდელობისას, პირველი სინთეზური საღებავი - Mauveine - დაამზადა.
ამის შემდეგ მალევე, მისმა ქიმიის პროფესორმა, ავგუსტ ჰოფმანმა Mauveine-დან მიიღო მოლეკულა პარაფენილენედიამინი (P-phenylenediamine ან PPD), რომელიც დღეს თმის მუდმივი საღებავების უმეტესობის საბაზისო ინგრედიენტია.
ხოლო, რაც შეეხება თმის საღებავის უშუალო წინაპარს - 1907 წელს ფრანგმა ფარმაცევტმა ევგენი შულერმა პირველი ქიმიური თმის საღებავი შექმნა, რომელსაც Auréole დაარქვა. ხოლო მისი წარმოება სახელწოდებით L'Oréal 1909 წელს დაიწყო.
ასეა თუ ისე, თმის შეღებვა და ამით უბრალოდ თეთრი თმის დაფარვა ან საკუთარი სოციალური ფენის, პროფესიის (რომაულ პერიოდში მეძავებს ყვითელი თმა უნდა ჰქონოდათ), წოდებისა (საქსონები თმის მკვეთრი ფერით წოდებას აჩვენებდნენ) თუ ხასიათის გამოხატვა საუკუნეებს ითვლის.
დანიშნულება და მიზანი არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა დამზადების ტექნოლოგიები. თანამედროვე სამყაროში მწარმოებლები მრავალ გზას მიმართავენ იმისთვის, რომ თმის საღებავები რაც შეიძლება ნაკლებად საზიანო გახადონ ჩვენი თმისთვისა და თავის კანისთვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კომპანიას თვალდახუჭულნი უნდა ვენდოთ.
ინფორმირებულობა აუცილებელია, ამიტომ სტატიის ამ ნაწილში გაგაცნობთ იმ ქიმიურ ნაერთებს, რომელთაც საღებავის შეძენისას უნდა ერიდოთ და იმ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა თქვენთვის.
საზიანო ნივთიერება 1: ნატრიუმის ლაურილსულფატი (Sodium Lauryl Sulfate - SLES)
ნატრიუმის ლაურილსულფატი თავის მოვლის არაერთ საშუალებაში (შხაპის გელი, საპონი, შამპუნი) გვხვდება. ზოგადად, სულფატების ფერის შენარჩუნების უნარის გათვალისწინებით, გასაკვირი არც არის, რომ ისინი თმის საღებავებშიც ხშირად გვხვდება.
SLES-ს ზედაპირულად აქტიური ნივთიერებაა (ზან), რომელიც ორგანიზმისთვის საზიანოა. ზოგადად, მიჩნეულია, რომ ზან-ებს იმუნიტეტის დარღვევა და ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.
თავად SLES, სხვა სულფატების მსგავსად, თმასა და თავის კანს ბუნებრივ ცხიმს აშორებს (შეღებილთმიანი ადამიანებისთვის სიმშრალე საკმაოდ ცნობილი რამაა). რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კი ის ქერტლის, ქავილის, ასევე კანისა და თვალის გაღიზიანების გამომწვევიც შეიძლება გახდეს. აქვე აღსანიშნია, რომ ამ ნივთიერების ცუდად ჩამობანის შემთხვევაში (ანუ როდესაც მისი ნაწილაკები თმის ფოლიკულებში რჩება) თმის ცვენაც შესაძლოა დაგეწყოთ; ამასთან, თმის ზრდის მაჩვენებელი, ნორმალურთან შედარებით, 8-ჯერ მცირდება.
საზიანო ნივთიერება 2: ამიაკი
ეს აქროლადი და მკვეთრსუნიანი ქიმიური ნივთიერებაც თმის საღებავების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება. შეღებვის პროცესში მისი მთავარი დანიშნულება თმის pH დონის ამაღლებაა. პროცესი მარტივად რომ ავხსნათ, საღებავი პიგმენტის თმის ღერში შესაყვანად, ამიაკი მის ზედაპირზე არსებულ დამცავ რქოვანა გარსს შლის.
ამიაკის დიდი რაოდენობით შემცველი თმის საღებავების განმეორებითი გამოყენება დროთა განმავლობაში თმის კუტიკულას აზიანებს, რის შედეგადაც ის წყლის შეკავების უნარს კარგავს და სუსტი, გამოფიტული, მტვრევადი და მშრალი ხდება.
ამასთან, ამიაკს თმის კანზე, ცხვირსა და თვალის ლორწოვან გარსზე ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
თმის საღებავი კრემი - MAXXelle Colora ULTRA COLOR და სასარგებლო ნივთიერებები
თმის საღებავის შეძენისას, მასში შემავალ თმისთვისა და თავის კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებზე, ალბათ, ნაკლებად ფიქრობ. ეს არცაა გასაკვირი, თითქოს, ყველასთვის მიღებული პირობაა, რომ ეს პროდუქტი ყველა შემთხვევაში საზიანოა.
პირდაპირ რომ გადავიდეთ, დროა თმის საღებავი კრემი - MAXXelle Colora ULTRA COLOR გაიცნო. რომლის შემადგენელი ინგრედიენტებიც შენი თმისთვის არა მხოლოდ არასაზიანო, არამედ სასარგებლოც კია.
გარდა იმისა, რომ Colora ULTRA COLOR ზემოთ ნახსენებ, თმისთვის საზიანო ქიმიურ ნაერთს (ნატრიუმის ლაურილსულფატი) არ შეიცავს, ხოლო ამიაკი მის შემადგენლობაში მცირე დოზითაა წარმოდგენილი, მის ინგრედიენტებში სასარგებლო ნივთიერებებიც შეგხვდება.
სასარგებლო ნივთიერება 1: გოჯის ექსტრაქტი
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თავის მოვლის საშუალებებში გოჯის გამოყენებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ცნობადობა ნამდვილად დამსახურებულია - ჩინური წარმომავლობის ნარინჯისფერ-წითელი კენკრა ვიტამინების (B1, B2, B6, E, C, კაროტინი), მიკრო ელემენტებისა (რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, იოდი და სხვები) და ანტიოქსიდანტების (ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი) ერთერთი უმდიდრესი ბუნებრივი წყაროა.
შემადგენლობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გოჯის ექსტრაქტი თმისთვის სუპერსაკვებია.
ხელს უწყობს თმის ზრდას - მასში არსებული A და C ვიტამინი თავის კანს რკინის ადვილად ათვისებაში ეხმარება. კერძოდ, A ვიტამინი სკალპის სისხლის მიმოქცევის სტაბილიზაციას უწყობს ხელს, ხოლო C ვიტამინი თმას საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებაში ეხმარება.
ხელს უწყობს სკალპის ჯანმრთელობის შენარჩუნებას - მას აქვს როგორც ანტიბაქტერული, ასევე სოკოსა და ანთების წარმოქმნის საწინააღმდეგო თვისებები. გოჯი ასევე ატენიანებს თავის კანს, რაც სიმშრალით გამოწვეული ქერტლის წარმოქმნას უშლის ხელს.
სასარგებლო ნივთიერება 2: გვირილის ექსტრაქტი
გოჯის მსგავსად, გვირილაც ძლიერ ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს შეიცავს. ის ერთერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პროფილაქტიკისთვის. თუმცა, მისი გამოყენება არა მხოლოდ პერორალურად მისაღებად, არამედ თმასა და თავის კანზეც შეიძლება.
ანტისეპტიკური თვისებებიდან გამომდინარე, ის თმის ფოლიკულების დამხშობ ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს აშორებს, ასევე, ბაქტერიებისა და მიკრობების დაგროვებას უშლის ხელს. ის ხშირად თავის კანის სიმშრალის, მისგან გამოწვეული ქერტლისა და ქავილის პრობლემის დროსაც გამოიყენება. გვირილის ექსტრაქტს არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური დანიშნულებაც აქვს - ის თმას უფრო მბზინვარეს ხდის.
სასარგებლო ნივთიერება 3: კერატინი
კერატინი თმის, კანისა და ფრჩხილების შემადგენელი ცილაა. რადგანაც ის თმის საშენი მასალაა, მიიჩნევა, რომ კერატინის დანამატები თმის სამკურნალოდ ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, თმის მოვლის საშუალებების ინგრედიენტებში მას ხშირად შეხვდებით.
თმის დამცავი თხელი ფენა - კუტიკულა კერატინს შეიწოვს, რაც მას უფრო ჯანმრთელს, გლუვს, მბზინვარესა და დამყოლს, ხვეულ თმას კი მეტად სწორს ხდის.
სტატიის ავტორი:
2022-03-15
ყველაფერი, რაც თმის გაღიავებასა და პლატინის ქერაზე უნდა იცოდე
მართალია, ბოლო პერიოდში თმის გაღიავება ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ის არც ისე ახალი ტრენდია, როგორიც შეიძლება, გეგონოთ. ძველი რომაელები (დიახ, ძვ.წ. 753-ახ.წ. 476 რომ ცხოვრობდნენ) თმას ძმარში შერეული ხის ნაცრით ან თხის ქონითა და ხის ნაცრით (იგივე თუთქის საპონი) იღიავებდნენ. ამ ტექნიკის წარმატებას კლიმატი უწყობდა ხელს - ხის ნაცრის ტუტოვანი ნარევები თმის კუტიკულაზე მოქმედებდა, მზეზე მოხვედრისას კი თმა ღიავდებოდა. დაახლოებით მსგავს მეთოდს მიმართავდნენ ძველი ბერძნებიც. თანაც სჯეროდათ, რომ ღია ფერის თმა უმანკოებას, უმაღლეს სოციალურ სტატუსსა და სასურველობას გამოხატავდა. ადამიანების მსგავსი ხედვები შეიცვალა, თუმცა, ქერა თმამ პოპულარობა მაინც შეინარჩუნა.
გავიდა მრავალი საუკუნე, გაღიავების ტექნიკა გაუმჯობესდა, თუმცა, არც ისე ძალიან. ,,თმის ჯოჯოხეთურ გამაღიავებლებს ვაკეთებდით - 20 vol. ზეჟანგსა და 3 წვეთ ამიაკს ჯამში ვურევდით. რაოდენობები ზუსტი უნდა ყოფილიყო და მეშინოდა, რომ ხელი ამიკანკალდებოდა. აი, ასეთი პრიმიტიული იყო’’ , - ამგვარად იხსენებდა მე-20 საუკუნის გამორჩეული სტილისტი ვიდალ სასონი პროცესს Vogue-სთან საუბარში.
ტერმინი პლატინის ქერა
ტერმინი პლატინის ქერა მე-20 საუკუნეში გაჩნდა. 1931 წელს ფილმი Platinum Blonde გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი ჯინ ჰარლოუ თამაშობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ კინოფილმის თავდაპირველი სახელი Gallagher იყო, თუმცა, არტისტის თმის ფერის რეკლამირებისა და კაპიტალიზაციის მიზნით, გადაერქვა.
ჰარლოუს თაყვანისმცემლებმა მას მალევე მიბაძეს. ჰოვარდ ჰიუზის გუნდმა აშშ-ის მასშტაბით Platinum Blonde კლუბებიც კი შექმნა. ნებისმიერ სტილისტს, რომელიც ჰარლოუს ფერს მიიღებდა, პრიზის სახით $10 000 გადაეცემოდა. თუმცა, ეს ვერავინ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარლოუ თმის გაღიავებას უარყოფდა, გავრცელებული ინფორმაციით, პლატინიუმის ქერას ამიაკის, Clorox მათეთრებელი სითხისა და Lux საპნის ფანტელებით მიაღწიეს.
საბოლოოდ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგია ძალიან წარმატებული გამოდგა. მსახიობს კი Platinum blonde ზედმეტსახელადაც კი დარჩა.
როგორ მუშაობს თმის გამაღიავებელი
თმის გაღიავება შეუქცევადი ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც H2O2 (წყალბადის ზეჟანგი) თმის კუტიკულას დეველოპერთან ერთად ხსნის. ამის შემდეგ, გამაღიავებელი თმის ღერის ქერქში შედის, რომელშიც მელანინი მდებარეობს. ეს უკანასკნელი არის ბუნებრივი პიგმენტები, რომლებიც თმას ფერს აძლევენ. თმის გამაღიავებლის მეშვეობით, მელანინის მოლეკულა ოქსიდიზირდება. საბოლოოდ, თმაში მელანინი რჩება, თუმცა დაჟანგულ მოლეკულას ფერი არ აქვს.
რა არის საჭირო იმისთვის, რომ თმა უსაფრთხოდ და ხარისხიანად გავიღიავოთ?
უკვე დროა, MAXXelle Colora ultra color თმის გამაღიავებელი ფხვნილი გაგაცნო. სწორედ მისი მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით მოგიყვები, თუ რა არის საჭირო თმის უსაფრთხოდ და ხარისხიანად გაღიავებისთვის.
დამეთანხმები, რომ პლატინის ქერას მიღება რთულ პროცესებს უკავშირდება და ადამიანები ზოგჯერ სასურველ შედეგს ვერც აღწევენ. მოდი, თმის გაღიავების მიმდინარეობას უფრო კარგად გადავხედოთ და ვნახოთ, რა არის ამის მიზეზი.
პლატინის ქერას მისაღებად, თმის პიგმენტი სრულიად უნდა მოშორდეს. ამ პროცესში, თმის ფერი (ყავისფერი ან შავი ტონის) რამდენიმე საფეხურს გადის - ჯერ ხდება სტაფილოსფერი; ყვითელი; ღია ყვითელი და ბოლოს თითქმის თეთრი. თუმცა, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ბუნებრივ მუქი ფერის თმას სტაფილოსფერ-წითელი ქვედატონები აქვს. მხოლოდ გამაღიავებლით კი მათი მოშორება თითქმის შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ტონების გასანეიტრალებლად, პროცესში ტონერი ერთვება. ის ფერების ბორბლის პრინციპის მიხედვით გამოიყენება - მაგალითად, ყვითელ ქვედატონს იისფერი ტონერი აბალანსებს, სტაფილოსფერს - ცისფერი.
თმის გაღიავების შემდეგ, არამუდმივი ტონერი გამოიყენება ხოლმე, რომელიც დაბანისას ჩამოიბანება. ამიტომ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მისი თავიდან დატანა, ან სპეციალური შამპუნის გამოყენებაა ხოლმე საჭირო.
ამდენი პროცესის თავიდან აცილება კი ერთი მარტივი ხერხით შეიძლება - გამაღიავებელი, რომელსაც თავად აქვს ლურჯი პიგმენტი. ის ხელს უშლის მოყვითალო-ნარინჯისფერი ქვედატონების მიღებას გაღიავებისას.
თმის გაღიავების პროცეში ერთერთი დიდი შეცდომა პროდუქტის დიდხანს დატოვებაა, ან დავიწყებაა. ის გაშრობის შემდეგ (დაახლოებით 45 წთ) მოქმედებას წყვეტს. ის თმას აღარ აღიავებს, თუმცა ღერების წვას იწყებს, რაც თმის სიმშრალეს, მტვრევადობას, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ცვენას იწვევს.
თმის გამაღიავებელი, რომელიც სწრაფად შრება შესაბამისად უფრო ცოტა ხანს გაატარებს თქვენს თავზე, რაც დროსაც დაგიზოგავთ და თმასაც ნაკლებად დაგიზიანებთ.
ადამიანებში, რომელთაც თმის გასაღიავებელ ფხვნილებთან შეხება აქვთ, რესპირატორული დაავადებების რისკი გაზრდილია. ამის მიზეზი ისააა, რომ პროდუქციის გახსნისას, კოვზით ამოღებისას და ჯამში არევისას, მისგან მტვრის ნაწილაკები გამოიყოფა.
ამ რისკის თავიდან ასაცილებლად, მწარმოებლებმა მტვრისგან თავისუფალი გამაღიავებელი ფხვნილი (dust-free bleaching powder) შეიმუშავეს, რომელიც გარემოში ნაკლებ მტვერს ავრცელებს.
შესაბამისად, ქოლორისტები თუ უბრალო ადამიანები, რომლებიც სახლში იღიავებენ თმას, უფრო უსაფრთხოდ არიან. ამასთან, მტვრის გავრცელებისას პროდუქტის დანაკარგიც შემცირებულია.
სტატიის ავტორი:
2022-03-15
არა სასარგებლო ნივთიერებები თმის საღებავებში
თმის ფერის შეცვლა, როგორც საკუთარი ხასიათისა და პიროვნების გამოხატვის ერთერთი საუკეთესო საშუალება, მრავალ საუკუნეს ითვლის. მისი საწყისები ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტის ცივილიზაციაში გვხვდება.
მართალია, თანამედროვე თმის საღებავი უკვე უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა (მისი უშუალო წინაპარი ფრანგმა ფარმაცევტმა, ევგენი შულერმა, 1907 წელს შექმნა), ხოლო მისი დამზადების ტექნოლოგიები დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა, ადამიანებისთვის ბევრი მათგანი იმაზე მეტად საზიანოა, ვიდრე ჩანს. თმის საღებავებში არსებულ სახიფათო ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობა კი მომხმარებლების სრული უფლებაა.
მწარმოებელი კომპანიების ნაწილი ნამდვილად ცდილობს, ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური შენაერთები საკუთარ პროდუქციაში ნაკლებად გამოიყენოს და ის მომხმარებლისთვის სასარგებლო გახადოს. თუმცა, მათი მეორე ნაწილი მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული.
იმისათვის, რომ არ მოვტყუვდეთ, ყველაზე კარგი საშუალება ინფორმირებულობაა. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაგაცნობთ კიდევ რამდენიმე საზიანო და სასარგებლო ნივთიერებას, რომელთაც თმის საღებავის შეძენისას უნდა დააკვირდეთ.
საზიანო ნივთიერება 1: პარაფენილენდიამინი (P-phenylenediamine ან PPD)
ამ ქიმიური ნივთიერების ისტორიას 1856 წელთან მივყავართ, როდესაც ინგლისელმა ქიმიკოსმა, უილიამ ჰენრი პერკინმა მალარიის სამკურნალო საშუალების შექმნის მცდელობისას, პირველი სინთეზური საღებავი - Mauveine - დაამზადა. ამის შემდეგ მალევე, მისმა ქიმიის პროფესორმა, ავგუსტ ჰოფმანმა Mauveine-დან მიიღო მოლეკულა პარაფენილენედიამინი (P-phenylenediamine ან PPD), რომელიც დღეს თმის მუდმივი საღებავების (Permanent hair dye) უმეტესობის საბაზისო ინგრედიენტია.
საბაზისო პარაფენილენედიამინი უფეროა და მას საღებავად გარდასაქმნელად ჟანგბადი სჭირდება. აქედან გამომდინარე, მისი შემცველი თმის საღებავები 2 კონტეინერით იყიდება. ერთი მათგანი PPD საღებავს შეიცავს, ხოლო მეორე მათგანი დეველოპერი ან ოქსიდაიზერია (ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც, მეორე ნივთიერებას ჟანგბადით ავსებენ). ამასთან, თმის მუქი საღებავები პარაფენილენედიამინს უფრო მაღალი კონცენტრაციით შეიცავენ, ვიდრე ღია ფერები.
ამ ქიმიურ ნივთიერებაზე ალერგია შეიძლება ნებისმიერს განუვითარდეს, ვისაც მასთან შეხება ექნება. ეს შეიძლება იყოს ქოლორისტი, მისი კლიენტი, ფოტოგრაფი (რომელიც ფირს ამჟღავნებს) ან ადამიანი, რომელსაც შავი ფერის დროებითი ტატუ აქვს.
PPD-ზე სუსტი რეაქცია ზედა ქუთუთოებსა ან/და ყურზე მშრალი, ქავილის გამომწვევი გამონაყარით გამოიხატება. ხოლო უფრო მწვავე შემთხვევებში, ქუთუთოებზე, თავის კანზე, კისერზე ან/და თუნდაც სახეზე შესამჩნევი სიწითლე, ბუშტები ან დასიება ჩნდება.
საზიანო ნივთიერება 2: ამიაკი (AMMONIA)
ეს აქროლადი და მკვეთრსუნიანი ქიმიური ნივთიერება თმის საღებავების შემადგენლობაში ხშირად გვხვდება. შეღებვის პროცესში მისი მთავარი დანიშნულება კი თმის pH დონის ამაღლებაა. პროცესი მარტივად რომ ავხსნათ, საღებავი პიგმენტის თმის ღერში შესაყვანად, ამიაკი მის ზედაპირზე არსებულ დამცავ რქოვანა გარსს შლის.
ამიაკის დიდი რაოდენობით შემცველი თმის საღებავების განმეორებითი გამოყენება დროთა განმავლობაში თმის კუტიკულას აზიანებს, რის შედეგადაც ის წყლის შეკავების უნარს კარგავს და სუსტი, გამოფიტული, მტვრევადი და მშრალი ხდება.
ამასთან, ამიაკს თმის კანზე, ცხვირსა და თვალის ლორწოვან გარსზე ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია.
საზიანო ნივთიერება 3: რეზორცინი (RESORCINOL)
რეზორცინი არის წყალში ალკოჰოლსა და ეთერში ხსნადი თეთრი, კრისტალური მყარი ნივთიერებაა. ის ხშირად გამოიყენება თმის მოვლის სხვადასხვა საშუალებაში, ეს იქნება საღებავი, შამპუნი თუ ლოსიონი.
თმისა და მუდმივი საღებავის (Permanent hair dye) ერთმანეთთან დასაკავშირებლად, რეზორცინი დეველოპერთან (ჩვეულებისამებრ, პეროქსიდთან) რეაქციაში შედის. საღებავების უმეტეს ნაწილში ამ ნივთიერების კონცენტრაცია 1.25%-ს, ხოლო ზოგ შემთხვევაში 5%-საც უტოლდება.
რეზორცინი როგორც თმისთვის, ასევე თავის კანისთვისაა საზიანო. ის ძლიერი გამაღიზიანებელია (კანის, თვალების) და ისეთ ალერგიულ რეაქციებს იწვევს, როგორიცაა კონტაქტური დერმატიტი.
იაპონურ კოსმეტიკის ინდუსტრიაში რეზორცინის გამოყენება აკრძალულია. ევროკავშირში კი ამ ნივთიერების მაქსიმუმი კონცენტრაციები იკრძალება, ხოლო შეფუთვაზე გამაფრთხილებელი ეტიკეტის დატანაა სავალდებულო.
საზიანო ნივთიერება 4: პარაბენები (PARABEN)
პარაბენი ერთერთი ფართოდ გავრცელებული კონსერვანტია და ის პროდუქტის გამოყენების ვადას ახანგრძლივებს. ის კანში მარტივად იწოვება და ორგანიზმში დაგროვების უნარი აქვს.
პარაბენების გამოყენება ადამიანის ენდოკრინულ, რეპროდუქციულ, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემებზე უარყოფითი გავლენის რისკებს შეიცავს. ამასთან, მათი შემცველი პროდუქტების ორსულობის პერიოდში გამოყენება ნაყოფისთვის საზიანოა.
სამეცნიერო კვლევების მიხედვით, პარაბენების არსებობა სარძევე ჟირკვლის სიმსივნურ უჯრედებში დასტურდება, რაც, თეორიულად, დაავადების განვითარებაში ამ ნივთიერების როლზე მიუთითებს.
ევროკავშირსა და ამერიკაში სხვადასხვა პროდუქციაში არსებული პარაბენების რაოდენობა მკაცრად კონტროლდება და ზოგიერთი სახეობის წარმოებაში გამოყენება საერთოდ აკრძალულიც კია.
რადგანაც თმის საღებავებში შემავალი არა მხოლოდ თმისთვის, არამედ თავის კანისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის საზიანო ნივთიერებების შესახებ უკვე შეიტყვე, დროა, შენთვის სასარგებლო ნივთიერებებსა და MAXXelle think საღებავ კრემს გაეცნო.
გარდა იმისა, რომ ამ საღებავში ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხის შემცველი ქიმიური ნაერთები არ გვხვდება, ის თმისა და თავის კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს.
სასარგებლო ნივთიერება 1: ბაობაბის ფოთლის ექსტრაქტი
ტრადიციულ მედიცინაში ბაობაბის ფოთლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მათ შორის, მალარიის, ტუბერკულოზის, ბაქტერიული ინფექციების, ანემიის, კბილის ტკივილისა და ა.შ.
ბაობაბს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, ის ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს აჯანსაღებს და ატენიანებს. ამასთან, მისი ფოთლები დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავენ, რომელიც თმის ზრდისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი მინერალია.
სასარგებლო ნივთიერება 2: არგანის ზეთი
არგანის ზეთი თმის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოიყენება. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავების დამსახურებით, ის არაჩვეულებრივი დამატენიანებელი საშუალებაა.
არგანის ზეთში არსებული კარბოლმჟავა თმის ფოლიკულებს აძლიერებს, ანტიოქსიდანტები ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობენ ხელს, ხოლო E ვიტამინი თმასა და თავის კანს გამოშრობისგან იცავს. არგანის ზეთი თმას კვებავს და აღადგენს, ხდის ნაკლებად მტვრევადს, ამასთან სირბილესა და მბზინვარებას ანიჭებს.
სასარგებლო ნივთიერება 3: კარიტე (შიის კარაქი)
შიის კარაქი საუკუნეების განმავლობაში თავის კანის სიმშრალისა და ქავილის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამასთან, მიჩნეულია, რომ მას ანთებითი პროცესის წარმოქმნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს.
შიის კარაქი თმასა და თავის კანში ადვილად შეიწოვება, არბილებს და აღადგენს მტვრევად თმას. ის ფორებს არ ახშობს, თმას არ ხდის ზედმეტად ცხიმიანს და არ ამძიმებს მას, შესაბამისად, ეს ბუნებრივი საშუალება ნებისმიერი ტიპის თმისთვის სასარგებლოა.
სასარგებლო ნივთიერება 4: ყურძნის წიპწის ზეთი
ყურძნის წიპწის ზეთი ერთერთი საუკეთესო ნატურალური ინგრედიენტია თმისთვის. მისი სარგებლიანობა კი ძველ ეგვიპტეშიც კი იყო დაფასებული. ხოლო ევროპელი და ჩრდ. ამერიკელი ადამიანებისთვის იგი 1600-იან წლებში გახდა ცნობილი.
ყურძნის წიპწა შეიცავს ფლავონოიდებს, რომელთაც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ. ამასთან, E ვიტამინს, რომელიც მზისგან დამცავი ბუნებრივი საშუალებაა და თმის ფერის გახუნებას უშლის ხელს.
ყურძნის წიპწა ღრმად დამატენიანებელი, თმის დამარბილებელი და მბზინვარების მიმნიჭებელი თვისებებით გამოირჩევა. ასევე, თმის მოვლის საშუალებებში ის გაშრობისა და დასწორების დროს მაღალი ტემპერატურისგან დამცავად გამოიყენება.
სასარგებლო ნივთიერება 5: ლიმონის ექსტრაქტი
ყველასთვის ცნობილია, რომ ლიმონი C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს. თუმცა, ალბათ ბევრს არ ეცოდინება, რომ C ვიტამინი კოლაგენის (თმის საშენი მასალის) წარმოქმნას უწყობს ხელს. შესაბამისად, თმის ზრდასა და გაძლიერებაში მას დიდი როლი მიუძღვის. ამასთანავე, ლიმონი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი და ჯანსაღი pH ბალანსის შენარჩუნებისთვის კარგი საშუალებაა
სტატიის ავტორი:
2022-03-15
